პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს 3 დეკემბერს შეხვდება
საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა ორშაბათს, 3 დეკემბერს შედგება. ამის შესახებ პირველ არხს ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.
მისივე ინფორმაციით, საუბარი შეეხება, როგორც არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის, ასევე საქმეების გადაბარების საკითხებს.
„ინაუგურაციას რაც შეეხება, ორშაბათს შედგება არჩეული პრეზიდენტისა და პრეზიდენტის შეხვედრა. სავარაუდოდ, იქ ჩამოყალიბდება გადაბარების ჯგუფი და ასევე, მსჯელობა იქნება ინაუგურაციის დეტალებზე, რომელიც ვიცით, რომ 16 დეკემბერს უნდა იყოს“, – განაცხადა ჟვანიამ.
გიორგი მარგველაშვილმა 29 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ როგორც კი სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელ პირს დაასახელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, საქმის გადაბარებაზე ითანამშრომლოს. სალომე ზურაბიშვილმა იმავე დღეს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზადაა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


