უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ივლისი, 2025 13:24
font-size

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და კაია კალასს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს ღია წერილით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, შეაფასონ საქართველოში არსებული მდგომარეობა, მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირონ მხარი ქართველ ხალხს და იმოქმედონ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს:

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, იმ მომენტში, როცა საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოში შექმნილი ვითარების განსახილველად ემზადება, ჩემი ვალდებულებაა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ უკიდურესად შემაშფოთებელ შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და შესაბამისად, თქვენს სერიოზულ ყურადღებასა და რეაგირებას იმსახურებს.

გარდა იმისა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის დაჩქარებული უკუსვლაა, რომელიც ნათლადაა წარმოჩენილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში და იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ათწლეულების განმავლობაში, დიდ ძალისხმევას ახმარდნენ დემოკრატიული პირობებისა და ინსტიტუტების შექმნას, ქვეყანა სწრაფად გარდაიქმნება კვაზი ტოტალიტარულ (თითქმის ავტორიტარულ) სისტემად. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნის დაქვემდებარებას ახალი ჰიბრიდული სტრატეგიით, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს, მასშტაბურ პროპაგანდასა და არაპირდაპირ ჩარევებს ეფუძნება.

იმ ფონზე, რომ რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში თავისი სამხედრო მიზნების მიღწევა, რთულია არ დასვათ კითხვა იმ რეაგირების არარსებობაზე, (გარდა კონკრეტული დაგმობებისა და ნაწილობრივი სანქციებისა) რომელიც საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების „მშვიდობიანად მიტაცების“ შესაჩერებლად. ეს პროცესი არ ხდება სამხედრო ინტერვენციის გზით, მაგრამ ის არანაკლებ შემაშფოთებელია და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

ცნობილია, რომ მსგავსი, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებელი, მცდელობები რუსეთს უკვე ჰქონდა მოლდოვაში, რუმინეთში, სერბეთსა და სხვა ქვეყნებში, რაც ნათლად მიუთითებს როგორც რეგიონის მიმართ დამოკიდებულების სტრატეგიული გადახედვის საჭიროებაზე, ასევე, როგორ უნდა აღვუდგეთ და ვუპასუხოთ რუსეთის ახალ სტრატეგიებს.

კავკასიის რეგიონი ევროკავშირის მომავალი გაფართოების აუცილებელ ელემენტად რჩება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ამჟამად მიმდინარე პოზიტიური პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რომელსაც რუსეთი პირდაპირი ზეგავლენით ვეღარ აჩერებს, როგორც ამას წლების განმავლობაში ახერხებდა და ცდილობს ამ პროცესებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გზით შეეწინააღმდეგოს. ამით ის აფერხებს მშვიდობიანი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის ჩამოყალიბებას, რომელიც ღია იქნება ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. საქართველოს კონტროლით, რუსეთი ასევე, შავ ზღვაზე ექსკლუზიური გავლენის შენარჩუნებას ცდილობს.

ქვეყნის მმართველი რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურად რუსეთის დიქტატსაა დაქვემდებარებული, ჩინური ინვესტიციებისთვის ეკონომიკურ გზებს ხსნის შავი ზღვისპირეთში, მათ შორის, ანაკლიის პორტში, რითაც იქმნება კონკურენცია ევროპული და დასავლური ინვესტიციებისთვის, ეს კი ასევე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში დღეს არსებული ვითარება არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნებით გამოწვეული შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროპა ახალი გამოწვევის წინაშე დგას, გამოწვევის, რომელიც მის დემოკრატიულ ხედვას ეწინააღმდეგება და აზიანებს მას; გამოწვევის, რომელიც ევროკავშირის გავლენის ზრდასა და გაფართოებას აჩერებს, რომელიც ნამდვილად ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალის ჩამოყალიბებას განსაზღვრავს, ამიტომაც, ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ფუნდამენტურად (არსობრივად) ევროპის კრიზისია.

ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება.

2025 წლის 15 ივლისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ, გადაუდებლად მოვუწოდებ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს:

- შეაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა.

- მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული დროშებით ხელში უპირისპირდება სისასტიკესა და შიშს. ნაკლები რეაგირება ნიშნავს იმ ერის მიტოვებას, რომელმაც არასდროს დაკარგა საკუთარი მიზანი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი;

- იმოქმედეთ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით: მკაფიოდ, ერთსულოვნად და ქმედითად, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუციები მოითხოვს. ამ ეტაპზე ყოველგვარი დაგვიანება ნიშნავს ავტორიტარიზმისა და რუსეთის ზეგავლენის წინაშე დანებებას.

სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა! ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა,“ - წერს ზურაბიშვილი.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი