პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში მოხსენებით წარდგება. სხდომა საკანონმდებლო ორგანოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე თემებთან დაკავშირებით ისაუბრებს.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში. მათი გამოსვლის შემდეგ უკვე გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერთა გამოსვლები.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის.
გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დღეს დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. სალომე ზურაბიშვილის დასკვნითი სიტყვის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.
პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრება.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ,,ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


