პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი აუდიტის სამსახურს შემომწირველებთან დაკავშირებით არასრული ინფორმაციის გასაჯაროვებაში ადანაშაულებს
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მისი ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია აუდიტის სამსახურს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
როგორც მათ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აუდიტის სამსახურმა მედიას ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის შემომწირველებთან დაკავშირებით არასრული ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება ჯერ კიდევ დაკომპლექტებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული კადრებით, რომლებიც ამ პარტიის ინტერესებს ატარებენ.
,,სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის დაკომპლექტებული ნაციონალური მოძრაობის დროს დანიშნული პირებით, რომლებიც დღემდე, სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრებით ემსახურებიან ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. სხვა დასკვნის გაკეთება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე არ რჩება,’’ - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურმა საარჩევნო შტაბის ანგარიშის შესახებ ,,ნაწილობრივი, ამოგლეჯილი ციფრები’’ გამოაქვეყნა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარაუდობს, რომ აუდიტის სამსახური ცდილობს, რომ მეორე ტურში მთაწმინდაზე მისმა კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან, ნიკა რურუამ გაიმარჯვოს.
,,როცა დამთავრდება არჩევნები ამას და ყველა ანგარიშს უფრო დაწვრილებით ჩავაბარებ ჩემ ამომრჩეველს და იმ ადამიანებს, რომლებმაც შემოიტანეს, გინდაც 3 ლარი, გინდაც 10 ათასი. მე ვთვლი, რომ ეს არის ვალდებულება’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


