უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2018 15:40
font-size

სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გიორგი გახარიას დაბარება მოითხოვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში დაბარება მოითხოვა. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, დაზვერვის სამსახურის უფროსის, დავით სუჯაშვილის მოსმენის შემდეგ.

სამადაშვილის განცხადებით, გახარიამ ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რა ხორციელდება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან საბრძოლველად.

„ვერ ვისაუბრებ შეხვედრის დეტალებზე, რადგან ის დახურული იყო. შეხვედრა იყო სასარგებლო, იმის მოსასმენად, თუ როგორ აფასებს დაზვერვის სამსახური საფრთხის წინაშე მდგარ ამოცანებს. აუცილებელია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში მოვიდნენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ საფრთხეების განეიტრალებაზე. თუ ჩვენ ვაპირებთ, რომ რეალურად ვიმსჯელოთ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, გამოწვევების შესახებ, პარლამენტში უნდა მობრძანდეს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი გახარია. მინდა, გავაჟღერო ჩემი მოწოდება, რომ პარლამენტმა მოიწვიოს ის უახლოეს დღეებში ამომწურავი ანგარიშის ჩასაბარებლად, რას აკეთებს მისი უწყება, რომ დაუპირისპირდეს უმძიმეს გამოწვევებს, რომელიც დღეს ამ ქვეყნის წინაშე დგას.

ამ შეხვედრაზე ვერ მოვისმინე მთავარი რამ, რაც მაინტერესებდა - რამდენად უმკლავდება საქართველოს სახელმწიფო იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს. ეს რომ გავიგოთ, პარლამენტში უნდა მოვისმინოთ სხვა უწყებების ხელმძღვანელების პოზიცია, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა მინისტრის, სუს-ის ხელმძღვანელისა და სხვა უწყებების. მთელი რიგი შეკითხვებია დაგროვებული. მიუხედავად იმისა, როგორ აფასებს დღეს წარმოდგენილი უწყება საფრთხეებს, დღევანდელ ხელისუფლებასა და უწყებებს არ აქვთ ან შესაძლებლობა, ან სურვილი, გაანეიტრალონ ეს საფრთხეები დროულად ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხდა სამადაშვილმა.

სუჯაშვილი კითხვებს დილიდან პასუხობდა. დეპუტატებს აინტერესებდათ, როგორ მიუშაობს საგარეო დაზვერვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორ დგინდება საფღტხეები.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი