პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი, იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, კი უსაქმური და კანონების არმცოდნე - ეკა ბესელია
„სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი, იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი, კი უსაქმური და კანონების არმცოდნე“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილის შესახებ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, სამდაშვილი თავისი ელჩობის პერიოდში ცდილობდა, გაემართლებინა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულები.
ბესელიას თქმით, სამადაშვილმა კომიტეტის 58 სხდომა გააცდინა და განსახილველ კანონპროექტებს არ ეცნობოდა.
„როდესაც ის იყო ელჩი და ისეთ ძალიან მნიშვნელოვან მისიაში, როგორიც არის ბრიუსელი, ევროპის ერთ-ერთი ცენტრია, ეს არის ის წლები, როდესაც მე ჩავდიოდი ბრიუსელში და ჩამქონდა მასალა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე, როდესაც ადამიანებს ხოცავდნენ ციხეში, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და აწამებდნენ და ელჩი სამადაშვილი იყო დაკავებული ამ ინფორმაციისა და ვითარების გამართლებით, სწორედ იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს დღეს, რომელის საწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდებოდა უფლებადამცველების მხრიდან იმ პერიოდში და ქვეყნისთვის ნამდვილად არ იყო სასარგებლო, რასაც ის აკეთებდა.
რაც შეეხება, დღევანდელ მოცემულობას, მე უბრალოდ ციფრი დავდე მხოლოდ და ციფრი მეტყველებს, 58 გაცდენილი კომიტეტის სხდომა და რომელზეც მოვიდა, ორჯერ თუ სამჯერ, მხოლოდ დებოდიშისთვის, არცერთი კანონპროექტი განხილული და წაკითხული. ასე რომ, იურიდიულ კომიტეტში ასეთი დეპუტატების ადგილი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ბესელიამ.
გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლა მოითხოვა.
როგორც სამადაშვილმა გუშინ განაცხადა, ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქმიანობის შესაძლებლობა არ ეძლევა და მის შემადგენლობაში დარჩენას აზრი არ აქვს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


