საზოგადოება
საკრებულოში პროექტი -,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ განახლდა
თბილისის საკრებულოში პროექტი -,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ განახლდა, რომლის ავტორი დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, იანვრის პირველ შეხვედრას საკრებულოს წევრები, დღემდე ჩატარებული ყველა ღონისძიების წარმდგენი და მომხსენებელი, ასევე გამოფენების ავტორები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,გრძელდება პროექტი -,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, რომელიც ჩვენ 2018 წელს დავიწყეთ და რომლის თემებიც ყოველ ჯერზე სრულიად განსხვავებულია. პროექტის ფარგლებში, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც უყვარს თბილისი და ისტორიულ თემებთან ერთად იმ გამოწვევებსა და პროექტებზე ვსაუბრობთ, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი’’,-განაცხადა მარიკა დარჩიამ.
ღონისძიებაზე მარიკა დარჩიასთან ერთად სიტყვით მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ და შობა-ახალი წლის აღნიშვნის იმ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალ წელს განსაკუთრებულ ხიბლს სძენენ.
შეხვედრის დასასრულს, მარიკა დარჩიამ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის, ერთ-ერთი ძველი საახალწლო ტრადიციის შესაბამისად გამომცხვარი საშობაო ბასილები გადასცა.
თბილისის საკრებულოში პროექტი ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“, ტრადიციულად, ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


