პოლიტიკა
საკრებულოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ
თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. საკითხი დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა წარუდგინა, რის შემდეგაც განცხადებები საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს.
მათი თქმით, თუ აქამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროექტები გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდებოდა, ცვლილებების მიღების შემდეგ რაიონული გამგეობები აღნიშნულ პროექტების ძირითად მიმართულებებს 100%-ით დააფინანსებს. ამხანაგობებს მხოლოდ იმის ვალდებულება დაეკისრებათ, რომ გამგეობის მიერ დაფინანსებული პროექტის ღირებულების 10% შეაგროვონ და შემდგომში მათივე საჭიროებების შესაბამისად განკარგონ. ამასთანავე, დეპუტატების განმარტებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, გამგეობაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, აღნიშნული ვალდებულებისგანაც გათავისუფლდებიან.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებები დადებითად შეაფასეს. მათი თქმით, ცვლილებები თვითმმართველობის არსს, მმართველობით პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას ემსახურება. ამასთანავე, მოსახლეობაში საერთო სარგებლობაში არსებული ფართების მოვლა-პატრონობის, პასუხისმგებლობის განცდის შექმნას ისახავს მიზნად.
საკრებულოს წევრების განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესში შესატანი ცვლილებები საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკების პრევენციასაც მოახდენს და სამუშაოების ხარისხსაც დახვეწავს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


