პოლიტიკა
საკრებულოს უმცირესობის დეპუტატებმა თედო კობახიძის საკითხზე რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვეს
თბილისის საკრებულოს უმცირესობის დეპუტატებმა, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართვა დაარეგისტრირეს.
ოპოზიციას რიგგარეშე სესიაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა სურს.
რეგლამენტის თანახმად, ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე თავმჯდომარემ რიგგარეშე სესია 7 დღის ვადაში უნდა მოიწვიოს.
როგორც მედიას საკრებულოს წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განუცხადა, წერილის რეგისტრაციას 10 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, წერილს გაცილებით მეტი დეპუტატი აწერდა ხელს.
„შემდგომი ჯერი უკვე უმრავლესობის დეპუტატებზე იქნება. თუ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ თედო კობახიძე, რომელიც ზეწოლას ახორციელებს თავის დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე, საქმის რეალობის დადგენამდე მაინც, შეუჩერდეს უფლებამოსილება - ეს იქნება მათი მხრიდან გადადგმული ნორმალური ნაბიჯი“,-აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით კი, ის საკრებულოს ხუთ უკმაყოფილო თანამშრომელს შეხვდა, რომლებმაც მას განუცხადეს, რომ საკითხზე დამატებით მასალებს წარადგენდნენ, თუმცა, ალიბეგაშვილის თქმით, ამ დრომდე მათ დამატებითი მასალები არ წარუდგენიათ.
ამასთან, ალიბეგაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა საკითხის განხილვაში მონაწილოების მიღებაზე.
თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილების მისაღებად 26 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ოპოზიცის ხმების აღნიშნული რაოდენობა არ აქვს, რის გამოც საკითხის გადასაწყვეტად უმრავლესობის დეპუტატების მხარდაჭერაა საჭირო.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


