პოლიტიკა
საკრებულოს პოზიციაა, რომ პარლამენტის რეგლამენტი ეწინააღმდეგება თვითმმართველობის კოდექსს, ქარტიას და კონსტიტუციას - ირაკლი კობახიძე (ვიდეო)
რეგლამენტის უხეში შეცდომაა, როცა პარლამენტის წევრი საკონტროლო-საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე, სადაც თბილისის საკრებულოს შენობაში დეპუტატების არშეშვების საკითხმა კამათი გამოიწვია.
“ბიუროს სხდომამდე ვესაუბრე თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას პარლამენტის წევრების არშეშვებასთან დაკავშირებით. საკითხი მათი მხრიდან განიმარტა შემდეგი სახით: მართალია, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრს შეუძლია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, თუმცა საკრებულოს ხელმძღვანელობის განმარტებით, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს. კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს კომპეტენციები არის გამიჯნული.
საქართველოს კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის მხოლოდ ორ ფორმას - ეს არის სახელმწიფოს ზედამხედველობა და სახელმწიფო აუდიტი. მესამე არის საკრებულოს დათხოვა, რასაც კონსტიტუცია უკიდურეს შემთხვევაში ითვალისწინებს. არც ერთ სხვა ფორმას სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის, არც კონსტიტუცია, არც თვითმმართველობის ქარტია და არც თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ეწინააღმდეგება როგორც თვითმმართველობის კოდექსს, ასევე ქარტიას და კონსტიტუციას. ამ საფუძვლით მათ გამართლებულად მიაჩნდათ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების არდაშვება“, - განაცხადა კობახიძემ .
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


