პოლიტიკა
საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლებისგან „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების დახმარებას ითხოვს
თბილისის საკრებულოს ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა. დეპუტატებმა მერიისგან და მთავრობისგან მოითხოვეს „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დახმარება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც როგორც ზარალს დაითვლის, ასევე ხანძრის მიზეზებს გამოიძიებს.
„მოვითხოვთ, შეიქმნას ერთობლივი კომისია, სადაც ჩართულები იქნებიან, უპირველეს ყოვლისა, ეს დაზარალებული ადამიანები, სადაც ჩართული იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც სრულიად დაითვლის იმ ზარალს, რომელიც მიადგა ამ ადამაინებს“, - თქვა ნადირაძემ.
ენმ-ის წევრის თქმით, აღნიშნული კომისიის მუშაობის პერიოდში ბანკებისთვის კრედიტების გადახდა დროებით უნდა შეჩერდეს.
„ხელისუფლებამ ასევე უნდა მიმართოს ეროვნულ ბანკს, რომ შეაჩეროს ეს კრედიტები, რომლებიც ამ ადამიანებს გააჩნიათ, მანამ, სანამ ეს კომისიები იმუშავებენ, სანამ რამე დასკვნა დაიდება. ერთჯერადად თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იყოს თანხა, რომელიც მისცემს საშუალებას ამ ადამიანებს, გამოკვებონ თავისი ოჯახები“, - თქვა ნადირაძემ.
მისივე ინიციატივით, ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები სტიქიით დაზარალებულთა სტატუსს უნდა გაუთანაბრდნენ.
პარალელურად მოვაჭრეებმა აქცია გამართეს საკრებულოსთან. ისინი მერიასა და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ითხოვენ ზარალის სრულიად ანაზღაურებას.
შეგახსენებთ, რომ „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი 30 იანვარს გაჩნდა. ამ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


