პოლიტიკა
საკრებულომ დეპუტატების უფლებამოსილება ცნო
თბილისის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველ სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ მიმართა და ოპოზიციისა და მმართველი გუნდის თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ფრიდონ ინჯიას სიტყვის შემდეგ დეპუტატებმა ახლად არჩეული საკრებულოს წევრების უფლებამოსილების საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი. ფრიდონ ინჯიას შემდეგ დეპუტატებს მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართა და მან ახლად არჩეულ მერს, ასევე საკრებულოს მომავალ თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


