უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მარტი, 2025 19:07
font-size

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა.

სიახლის ამოქმედების შემდეგ, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, პაციენტს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადი უარის თქმა – მას ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით არჩეული პალატის ღირებულება – 350 ლარი (პირველი კატეგორიის) ან 250 ლარი (მეორე კატეგორია) გადაიხადოს.

სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური კონსულტაციების შედეგად, განისაზღვრა ე.წ. VIP პალატის კრიტერიუმები, რომელიც სტანდარტულ პალატასთან შედარებით, მთელ რიგ დამატებით პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

უნდა იყოს მაღალი კლასის სასტუმროს ნომრის ფორმის, სამედიცინო დაწესებულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით და იზოლირებული უნდა იყოს სხვა პალატებისგან; უნდა მოიცავდეს პაციენტის მოსასვენებელ სივრცეს, საოფისე სამუშაო სივრცეს, სამზარეულო სივრცეს, სააბაზანოს და ოჯახის წევრებთან და სხვა პირებთან შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეს; აღჭურვილი უნდა იყოს პაციენტების მოვლისთვის საჭირო შესაბამისი მოწყობილობებითა თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკით და ინვენტარით; აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და ნივთებით; უნდა ითვალისწინებდეს პაციენტთან თავმდგმურის დარჩენის შესაძლებლობას და სხვა.

აღსანიშნავია, რომ პაციენტს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება და მას თუ ე.წ. VIP პალატით სარგებლობა არ სურს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ზოგადი წესის მიხედვით ისარგებლებს. პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, პაციენტს, სამედიცინო დაწესებულება მიაწვდის. ამასთან, კლინიკა განუმარტავს დამატებითი თანხის გადახდის პირობებს. თუ სამედიცინო დაწესებულებაში, სტანდარტული პალატების არარსებობის გამო, პაციენტს ე.წ. VIP პალატაში განათავსებენ, ის დამატებით ღირებულებას არ გადაიხდის.

არჩეულ, ე.წ. VIP პალატის სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობისთვის, შესაბამის ბრძანებას ჯანდაცვის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

სამედიცინო დაწესებულებაში, სიახლის ამოქმედებისთვის, მისმა ხელმძღვანელობამ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უნდა მიმართოს და შესაბამისი ნებართვა მიიღოს. სწორედ ამის შემდეგ შეძლებს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობისთვის, თანაგადახდით სარგებლობას.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი