პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, შეხვედრის ფორმატი და მონაწილეთა რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თვითონ ოპოზიცია რა ფორმატს გადაწყვეტს - იქნება ეს ერთიანი შეხვედრა თუ ცალ-ცალკე.
„ამიტომ ჩვენ ველოდებით სწორედ ამ დეტალების დაზუსტებას. რაც შეეხება საკითხებს, ალბათ, ყველაზე გონივრული იქნება, რომ ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე იყო შეხვედრის წინაპირობა ისეთი, რომ არ იყოს რაღაც კონკრეტული დათქმა. სასურველია, რა თქმა უნდა, თუ იქნება საკითხთა ის წრე, რომელიც შესაძლებელია იყოს განხილული მესამე მესმენის ფარგლებში, ამიტომ ჩვენ არ და ვერც ვსაუბრობთ კონკრეტულად ჩვენი მხრიდან რაიმე შეთავაზებაზე. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგეს იმისთვის, რომ დავინახოთ, რამდენად შესაძლებელია ამ დარჩენილ ეტაპზე საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების დაახლოება", - განაცხადა ბესელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


