პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შექმნილ ჯგუფში პრეზიდენტის მონაწილეობა კონსენსუსისთვის მნიშვნელოვანი იქნება - ნინო გოგუაძე
თავისუფალი დემოკრატების წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებაზე მომუშავე ჯგუფში მუშაობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ჯგუფის წევრებისა და მიზნების შესახებ მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ამის შესახებ ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შექმნილ ჯგუფში პრეზიდენტის მონაწილეობა კონსენსუსისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
,,კითხვები არის შემდეგი - რა ჯგუფია ეს, როგორი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვისაა შექმნილი, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, რა როლი ექნება პრეზიდენტს, რადგან მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მონაწილეობა კონსენსუსისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას მხოლოდ ფასადური როლის შესრულების გამო, გვაინტერესებს, რა მექანიზმებს შემოგვთავაზებს საკონსტიტუციო ჯგუფი პოლიტიკური უმცირესებობების აზრის დასაცავად, გასატანად და კონსესუსის მისაღწევად. ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ გადავწყვეტთ მივიღებთ თუ არა ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილებას”, - განაცახადა ნინო გოგუაძემ.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა, რის საპასუხოდაც, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


