პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ხელისუფლებას დემოკრატიის ტესტი აქვს ჩასაბარებელი - გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ომბუდსმენსა და პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი პოზიცია აქვთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, ხელისუფლება ამას უპირისპირებს ნულოვანი კონსენსუსის პოლიტიკას.
„დღევანდელი რეალობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად ყველა ჯგუფი, გარდა ხელისუფლებისა, ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხზე თანხმდება და პრაქტიკულად აქვს ერთიანი პოზიცია.
სამწუხაროდ, ხელისუფლება ჯერ კიდევ არ აპირებს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებას. ხელისუფლებამ შემოგვთავაზა კონსტიტუციური პროექტი, რომელიც არის ნულოვანი კონსენსუსით მიღწეული, მაგრამ ჯერ კიდევ არის რესურსი კონსენსუსის მიღწევის, რადგან ახლა ხელისუფლებას აქვს ერთ-ერთი მთავარი ტესტი - დემოკრატიის ჩასაბარებელი“,- განაცხადა აბაშიშვილმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


