პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალს დაემსგავსა - რომან გოცირიძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა - რომან გოცირიძემ ახალ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესი ინდური სერიალის მეორე სეზონს შეადარა.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია არ ვარგა და ამან განაპირობა ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.
„საკონსტიტუციო ცვლილებები დაემსგავსა ინდურ სერიალებს, უკვე გრძელდება ერთი წელიწადია და ახლა აპირებენ, მეორე სეზონის დაწყებას და ესეც გაგრძელდება ამ სასესიო პერიოდში და იმ პერიოდშიც, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს. ეს არის აბსოლუტურად უგუნური გადაწყვეტილება, ანუ მიღებულ კონსტიტუციას უკვე ცვლიან იმის გამო, რომ ის არ ვარგოდა და ფაქტობრივად, ითვალისწინებენ მხოლოდ ნაწილს ვენეციის კომისიის შენიშვნებისა. ვენეციის კომისიას ჰქონდა უამრავი შენიშვნა“, -თქვა გოცირიძემ.
მანვე განაცხადა, რომ ენმ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ჩვენ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ იმიტომ, რომ ეს არის, ფაქტობრივად, ფარსი“, - დაამატა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს, კონსტიტუციაში 4 ცვლილება შეიტანოს. ის აპირებს, გააუქმოს ე.წ. ბონუსების სისტემა, 2020 წლისთვის დაუშვას საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საპარლამენტო არჩვენებში, დაზუსტდება რწმენის თავისუფლების შესახებ ჩანაწერი და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის წესი.
საკონსტიტუციო ცვლილები პარლამენტში ხვალამდე დარეგისტრირდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამისთვის შეიქმნება საკონსტიტუციო საორგანიზაციო კომისიაც.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


