სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მეგობრის მოსაზრებას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი - გიორგი ლომთაძე
საკონსტიტუციო სასამართლო გაეცნობა იმ დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეს, რომელიც მას პრეზიდენტმა მეგობრის სტატუსით გაუგზავნა.
საუბარია გიორგი მარგველაშვილის სასამართლოსადმი მიმართვას, რომ სასამართლომ ე.წ „მოსმენების კანონის“ შეუსაბამო მუხლები არაკონსტიტუციურად ცნოს. პრეზიდენტის შესაბამისი დოკუმენტი სასამართლოში დღეს დარეგისტრირდა.
როგორც საკითხის კომენტირებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანმა გიორგი ლომთაძემ განმარტა, სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს პრეზიდენტის მოსაზრების შინაარსობრივი მხარე.
„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი და სასამართლო არ არის ვალდებული სამოტივაციო ნაწილში გაიზიაროს აღნიშნული მოსაზრების შინაარსობრივი მხარე. საკონსტიტუციო სასამართლო გაეცნობა დოკუმენტს და მას დასჭიდრება გარკვეული დრო რომ გაეცნოს აღნიშნულ დოკუმენტს და შესაბამისად, იმსჯელებს“,-აღნიშნა ლომთაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


