სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა დღეს განახლდება
ე.წ. ციანიდის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა დღეს 12:00 საათზე განახლდება.
მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელში სისხლის სამართლისა და პატიმრობის კოდექსის რამდენიმე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მათგან ერთ-ერთი მთავარი ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულების ნორმას ეხება.
დეკანოზის ინტერესებსი დამცველები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმას ასაჩივრებენ, რომელიც მხარეებს გამოძიების მიმდინარეობისას საქმის შესახებ მონაცემების გახმაურებას უკრძალავს.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ამის გამო ვერ შეძლეს სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ეს ყველაფერი კი მათი თქმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის სამართლიანი დაცვისა და სამართლიანი სასამართლოების უფლებებს, დისკრიმინაციის აკრძალვასა და გამოხატვის თავისუფლებას.
განმწესრიგებელი სხდომის შემდეგ იმსჯელებს კოლეგია, მიიღოს თუ არა არსებითი განხილვისთვის წარმოებაში სარჩელი, თუმცა როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, ჯერ უცნობია. მოსამართლეებს განხილვისთვის რამდენიმეთვიანი ვადა აქვთ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


