სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
სხდომის გადადების მიზეზი გახდა ის, რომ პლენუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენას გეგმავს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ მისულა.
დღესვე ვერ მოხერხდა სუს-ის წარმომადგენლის მოსმენა.
„პროცესი გადაიდო იმიტომ, რომ მოხერხდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენა, პროცესის განახლების თარიღი უცნობია“, - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.
დღევანდელ პროცესზე კი, მოსამართლეები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს უსმენდნენ.
როგორც გიორგი ბურჯანაძემ აღნიშნა, მისი გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის სრულ დაქვემდებარებაშია.
„ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ სამსახურზე. სააგენტოს დამოუკიდებლობა არის ფიქტიური და შეუძლებელია ამ ორი უწყების დისტანცირება. სწორედ ამის გამო გააუქმა სასამართლომ ერთი წლის წინ კანონი, თუმცა დღესაც იგივე რეალობაში ვართ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


