პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შეძენილი 7 მანქანის ღირებულება ნახევარ-მილიონ ლარს შეადგენს - ენმ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეებისთვის 7 ახალი ავტომანქანა შეიძინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე მან განაცხადა, რომ მანქანების საერთო ღირებულება ნახევარ-მილიონ ლარს შეადგენს.
„როდესაც ათეულობით ათას ადამიანს უხსნიან სოციალურ დახმარებას იმის გამო, რომ ბიუჯეტში ფული არ აქვთ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანანა კობახიძეებისთვის ეყიდა ნახევარი-მილიონი ლარის ღირებულების მანქანები, იმიტომ რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ კომფორტში. ესაა სირცხვილი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ეს მავნებლური ქმედებები და ნაცვლად იმისა, რომ ამყოფოს მანანა კობახიძეები კომფორტში, მიხედოს იმ ადამიანებს, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ამ ადამიანებისთვის გაიმეტოს თანხა და ამ ადამიანებისთვის დახარჯოს ეს ფული“, - განუცხადა ქამადაძემ ჟურნალისტებს.
ქამადაძის თქმით, ენმ შეისწავლის, მოხდა თუ არა კანონდარღვევა ამ შემთხვევაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


