სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შრომის ინსპექტირების აქტები დახურული აღარ იქნება - EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც EMC-ის და მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირების სარჩელს ეხება.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამია, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, შრომის ინსპექტირების აქტები საჯარო გახდება.
,,2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა EMC-ის და ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ის ერთობლივი სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს/დასკვნებს და რეკომენდაციებს არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგების, დასაქმებული პირების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებზე სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და მესამე პირებისათვის.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში EMC საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას საერთო სასამართლოში წარმოებული დავის ფარგლებში ცდილობდა.
საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეების არგუმენტს და სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურად მიიჩნია. ამ შემთხვევაშიც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმის საწინააღმდეგოდ, განსაზღვრული იყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – მთავრობის დადგენილებით და არა კანონით. სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა მითითებულ საქმეში განვითარებული მსჯელობის გამო დადგენილად მიიჩნია და ინსპექტირების აქტების დახურულობის სადავო წესი ძალადაკარგულად საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოაცხადა.
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო წესი, რომელიც მოსარჩელისთვის ზღუდავდა საგრანტო პროექტის შემფასებელი ექსპერტების ვინაობის გაცნობის უფლებას, სწორედ იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ წესი განსაზღვრული იყო მთავრობის დადგენილებით და ამდენად არღვევდა კოსტიტუციის 41-ე მუხლის მოთხოვნას შეზღუდვის საკანონმდებლო წესით დადგენის აუცილებლობის შესახებ (სამოტივაციო ნაწილის მე-19 პარაგრაფი)“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


