პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია - რომან კაკულია
„საკონსტიტუციო სასამართლო თავისი გადაწყვეტილებებით შეკითხვებს უფრო აჩენს, ვიდრე პასუხებს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან უცხოეთის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.
დეპუტატის თქმით, ის მიწის გასხვისებაზე ლიბერალურ მიდგომებს არ ემხრობა.
„ყოველთვის ვამბობდი, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხების მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განხილვა არ არის ჩემი პრიორიტეტი. საზოგადოებამ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს ამ საკითხს, ავტომატურ რეჟიმში გეუბნებათ, რომ ეთნოკულტურული ცვლილებები ამ ქვეყანაში ასევე მისაღებია მათთვის.
მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ორგანული კანონი და იქ არსებული ნორმები, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს. თუ საზოგადოებას ამ მიდგომებისა და მსოფლმხედველობის ადამიანები სურს ხელისუფლებაში, ამის არჩევანის უფლება ძალიან მალე ექნება.
ჩემი აზრით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ არის. ძალიან რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია“, – განაცხადა კაკულიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


