სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, პატიმრის გაშიშვლება მაშინ, როცა შესაძლებელია უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერის მეშვეობით, კონსტიტუციას არღვევს - საია
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლებას უკანონო საგნის აღმოსაჩენად. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუწყება.
„2018 წლის 26 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ნანა ფარჩუკაშვილის საქმეზე. მოსარჩელის ინტერესებს საია იცავდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს #200 ბრძანების ის ნორმა, რაც ითვალისწინებდა პატიმრის გაშიშვლებას უკანონო საგნის აღმოსაჩენად.
საქმეში საია ამტკიცებდა იმას, რომ პატიმრის სხეულში დამალული უკანონო საგნის (დანა, ნარკოტიკული საშუალება და ა.შ) აღმოჩენა შესაძლებელია გაშიშვლების გარეშე, სკანერის მეშვეობით. გასაჩივრებული ბრძანება არ ითვალისწინებდა სკანერის გამოყენების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პატიმრის გაშიშვლება იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია უკანონო საგნის აღმოჩენა სკანერის მეშვეობით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულად ცნო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, მინისტრის 2017 წლის 30 აპრილის ბრძანებით, რაც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 2015 წლის 25 აგვისტოს, როდესაც არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები ჯერ კიდევ ძალაში იყო“, - წერია საია-ის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


