სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის სარჩელი დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ნაციონალური მოძრაობის 38 დეპუტატის სარჩელი დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამაღთლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, ორგანული კანონის მე18 მუხლით დადგენილი წესი, რომელიც სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე ითვალისწინებდა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია უფლებამოსილების შეწყვეტა იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო კანონით დადგენილ ვადაში არ ანაცვლებს მოსამართლეს და ეს, საქმის განხილვისათვის საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, შეუძლებელს ხდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებას“,-ნათქვამია საკოსნტიტუციო სასამართლოს პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენდა პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობის საჭიროებას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც საქმეებზე კონსტიტუციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად აწესებდა პლენუმის 6 წევრის თანხმობის საჭიროებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას ანიჭებდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან ამ საკითხის განხილვა ხორციელდებოდა ფაქტობრივად ორჯერ - პლენუმისა და კოლეგიის მიერ, რაც აჭიანურებდა საკითხის გადაწყვეტას და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტურობას.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი, რომელიც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის სხდომათა დარბაზში გამოცხადების ვალდებულებას.
ასევე, პლენუმმა არაკონსტიტუციურად ცნო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 53 პუნქტი, რომელიც კრძალავდა ერთი და იმავე პირის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობების ხელმეორედ დაკავებას. ასევე, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით. ზემოაღნიშნული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების არაგონივრულ შეზღუდვად და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევად.
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შესაბამისად მიიჩნია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესი, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრის უფლებამოსილებას, დააყენოს შუამდგომლობა საქმის პლენუმზე განსახილველად გადაცემის თაობაზე. ასევე, კონსტიტუციის შესაბამისად იქნა მიჩნეული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილებას აკუთვნებს ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვას. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, მისი შემადგენლობისა და კომპეტენციების გათვალისწინებით, წარმოადგენს მნიშვნელოვანი საკითხების განმხილველ უმაღლესი კვალიფიკაციის სასამართლო ერთეულს და მისთვის ორგანული კანონის კონსტიტუციურობის საკითხების განხილვის კომპეტენციის მინიჭება შეესაბამება კონსტიტუციას“,-ნათქვამია საკოსნტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მონიკა დვალიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


