პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი რელიგიური გაერთიანების სარჩელის განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წინააღმდეგ დღეს ხუთი რელიგიური გაერთიანების სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარის მოთხოვნაა, არაკონსტიტუციურად იყოს აღიარებული „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის, შოთა თუთბერიძის აზრით, კანონის ეს ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებს, რაც უზრუნველყოფს თანასწორობისა და საკუთრების უფლებას, რადგან არცერთ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას არა აქვს ანალოგიური უფლება და უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონდეს პოლიტიკური ნება და სურვილი, ქონება სხვა რელიგიურ დაჯგუფებასაც გადასცეს, ამის უფლებას მოკლებულია, რადგან კანონში არსებობს პირდაპირი გამონაკლისი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი უფლება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს დისკრიმინაციის კლასიკურ ნიმუშს“, - განაცხადა თუთბერიძემ.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


