პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული - შალვა ნათელაშვილი
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით, „ისტორიული დანაშაული“ უწოდა.
ნათელაშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის საკონსტიტუციო სასამართლოს გააუქმებს.
„მარიხუანის მოწევაზე ადამიანის ციხეში დაჭერა რომ არ შეიძლება, ამაზე საზოგადოების ძირითადი ნაწილი შევთანხმდით, მაგრამ გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, მოაქცია ის სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პროცესში, რითაც ივანიშვილების ოჯახი გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკომილიარდების მფლობელად.
ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, გაუქმებული და ის შეუერთდება საერთო იურისდიქციის სასამართლოებს, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია.
საშინელი განსაცდელის წინაშე დავდექით. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ იცხოვრებს არაბიც, თურქიც, ირანელიც და ყველა ხალხი ქართველების გარდა. და ამის ავტორი და შემოქმედი იქნება ეს კორუმპირებული ხელისუფლება და რეჟიმი, რომელმაც თვითონ ვერ გაბედა გაეკეთებინა ნარკოტიკების ესეთი დანაშაულებრივი ლეგალიზაცია და გააკეთებინა მორჩილ საკონსტიტუციო სასამართლოს მონა-მოსამართლეებს.
მე მაინტერესებს, მინდა, ვკითხო, ივანიშვილის ოჯახს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის მინისტრებს, თუ დაუწვებით თქვენ ნარკოტიკებით გაბრუებულ ქირურგს ოპერაციისათვის, თუ დაუჯდებით მარიხუანით დაბოლებულ მძღოლს, პილოტს, მემანქანესა და კაპიტანს მოგზაურობაში? თუ ენდობით ნარკოტიკული თრობის სტადიაში პროკურორის, მოსამართლის, პოლიციელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს? თუ გაუშვებთ შვილებს ნარკომან ლექტორთან, მასწავლებელთან და აღმზრდელთან ცოდნის მისაღებად? აი, რა ტრაგედიამდე მიგვიყვანეს და დატოვეს ყოველგვარი სამართლებრივი რეგულირების გარეშე ნარკოტიკი, რომლიდანაც იწყება უფრო მძიმე ნარკოტიკების მიღება, მოგეხსენებათ, მარიხუანა პირველი, მოსამზადებელი ჯგუფია უფრო სერიოზულ ნარკოტიკებზე გადასასვლელად. და ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბერა ივანიშვილის რეპი გამოქვეყნდა [საუბარია ბერას ტრეკზე Legalize], სადაც ის სიმღერით მოუწოდებდა ნარკოტიკების ლეგალიზაციისკენ“, - განაცხადა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ „გირჩის“ წევრების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რომლითაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული გახდა.
ნათელაშვილის თქმით, ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზება დიდი შეცდომაა.
„გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, მოაქცია ის სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პროცესში, რითაც ივანიშვილების ოჯახი გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკომილიარდების მფლობელად,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი.
„ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, გაუქმებული და ის შეუერთდება საერთო იურისდიქციის სასამართლოებს, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა "გირჩის" სარჩელი მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


