სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც მოსამართლედ დანიშვნას 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის გავლის შემდეგ გულისხმობს
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით იმ პირის განმწესებას ითვალისწინებს, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
სადავო ნორმა ითვალისწინებდა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესებამდე პირის მოსამართლედ განმწესებას 3 წლის ვადით. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ იღებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მისი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების შესახებ.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი, რომ ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დამატებით დაწესება, ზედმეტ, დაუსაბუთებელ ბარიერია, და არის არაკონსტიტუციური.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა არანაკლებ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე მოსამართლეობის კანდიდატები და ის კანდიდატები, რომელთაც ასეთი გამოცდილება არ გააჩნიათ,უთანასწორო პირებს წარმოადგენენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


