პოლიტიკა
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონზე სარჩელი
საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონზე სარჩელი არ დააკმაყოფილა.
დავის საგანს წარმოადგენდა მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა და მოსამართლედ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობაში მიმდინარე წელს განხორციელდა ცვლილებები და ორგანულ კანონს დაემატა რიგი დებულებები, რომელიც ითვალისწინებს როგორც მოსამართლეთა გამწესებაზე უარის თქმის გასაჩივრების შესაძლებლობას, ასევე მოსამართლედ გამწესების დასაბუთებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, დღევანდელი საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით პრობლემატური აღარ არის მოსარჩელის მოთხოვნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


