უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

27 ივლისი, 2018 14:35
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანიების მოთხოვნა უალკოჰოლო სასმელების მარკირების სავალდებულო წესთან დაკავშირებით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, „შპს კასტელ ჯორჯიასა“ და „სს წყალი მარგებლის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“.

დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ უალკოჰოლო სასმელის სავალდებულო მარკირების წესს ( ესენია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტები ).

„მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმები მათ ავალდებულებდა საწარმოში სახელმწიფოს მიერ შერჩეული, მარკირების განმახორციელებელი პირის დაშვებას, რომელიც საწარმოო ხაზებზე დააყენებს მარკირების აპარატებს. მხარე მიუთითებდა, რომ მარკირების აპარატები მუშაობს ხარვეზულად, იწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას და ამავე დროს, სათანადოდ ვერ აღრიცხავს წარმოებული პროდუქციის მოცულობას. ამასთან, მარკირების ხარჯების ანაზღაურება მეწარმე სუბიექტებს ეკისრებათ, რაც მძიმე ფინასურ ტვირთად აწვება ინდუსტრიას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები არღვევს საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმები ემსახურებოდა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, საგადასახადო აღრიცხვის გაუმჯობესებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ამავე დროს, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა რაიმე ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტურობით, თუმცა ნაკლები დანახარჯებით, უზრუნველყოფდა წარმოებული პროდუქციის აღრიცხვას.

სასამართლომ ასევე შეაფასა სადავო ნორმებით მეწარმეებისათვის დადგენილი ვალდებულების სიმძიმე. ფინანსურ ტვირთთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ იყო განუზომლად მძიმე. სადავო ნორმის ეფექტი არაალკოჰოლური სასმელების თითოეული ბოთლის მაქსიმუმ 2 თეთრით გაძვირებაში გამოიხატებოდა, რაც თავისთავად მის არაკონსტიტუციურობაზე არ მეტყველებდა. ამავე დროს, მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა მარკირების აპარატის განთავსების გამო საწარმოო პროცესის ინტენსიურ ხელშეშლას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩლეთა მოთხოვნა“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი