უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 დეკემბერი, 2018 17:15
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მოქალაქე ხ.ყ.-ს საკონსტიტუციო სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 მაისს მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, სარჩელი ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას.

,,ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე თემაზე, სარჩელით კიდევ სამმა მოქალაქემ მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელები გააერთიანა და 20 სექტემბერს ერთ სხდომაზე განიხილა. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა პირველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, სასამართლომ პირველ მომხსენებელ მოსარჩელედ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი დანიშნა.

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სასამართლოში არ საჩივრდებოდა პროკურორის დადგენილება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმისა და ამავე კატეგორიის დანაშაულით დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაუქმების შესახებ. აღნიშნული წესი ეწინააღმდეგებოდა პირის უფლებას, სასამართლოსადმი მიმართვის გზით დაიცვას თავისი უფლებები (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამასთანავე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს შეეძლოთ პროკურორის დადგენილების პირველი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრება. ამგვარი წესი უთანასწოროდ ეპყრობოდა ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებულ პირებს და არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი).

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულით დაზარალებული პირებისათვის პროკურორის დადგენილების გასაჩივრების უფლების დიფერენცირებულად შეზღუდვა ემსახურებოდა სასამართლოს გადატვირთვისაგან დაცვას. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სახეზე არ იყო სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების დარღვევა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, სისხლის სამართლის პროცესში კანონმდებლობით განსაზღვრულ მნიშვნელოვან უფლებებზე წვდომის წინაპირობაა. შესაბამისად, პირს აქვს დაზარალებულის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მომეტებული ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი და, მეორე მხრივ, ამ ურთიერთობაში დისკრიმინაციისაგან დაცვის საჭიროება აღემატებოდა სადავო ნორმით დაცულ სიკეთეს - სასამართლოს გადატვირთვის პრევენციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები სამართლიანი სასამართლოსა და თანასწორობის უფლებების არათანაზომიერ შეზღუდვად მიიჩნია და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი