სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა გააუქმა
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით, 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პატიმრობა აღარ იქნება.
„მედიანიუსი“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებას უცვლელად გთავაზობთ:
„2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინებაში (რეგისტრაციის N855) მითითებული მოთხოვნა და ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.
N855 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებდა, რომ ხსენებულ სადავო ნორმას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსი ჰქონდა და შესაბამისად მოითხოვდა მის ძალადაკარგულად ცნობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
N1/4/592 გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის შეძენა-შენახვის გამო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ დაუშვებელია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ მისივე ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, იმ პირობებში, როდესაც მარიხუანის შეძენითა და შენახვით იგი ზიანს არ აყენებს სხვის ჯანმრთელობას. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ მიიჩნია, ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის მისი გასაღების გარდაუვალ საფრთხეს.
N855 კონსტიტუციური წარდგინების განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის, რომ კანონის მიხედვით, ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით, 100 გრამი ნედლი მარიხუანის ეკვივალენტურ მასად მიჩნეულია 50 გრამი გამომშრალი მარიხუანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა არ არის 70 გრამ გამომშრალ მარიხუანის შეძენასა და შენახვაზე მაღალი საფრთხის შემცველი. შესაბამისად, ვერც ის გამოდგება ნარკოტიკული საშუალების იმ მოცულობად, რომელიც აპრიორი ქმნის გასაღების რეალურ საფრთხეებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და საქმის არსებითი განხილვის გარეშე იქნა ცნობილი ძალადაკარგულად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


