სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს განიხილავს ქალისა და მამაკაცის დეკრეტული შვებულების თანაბარი პირობების უზრუნველყოფას შესახებ
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტისა და ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავს, რომელიც ლაშა ჩალაძემ, გივი კაპანაძემ და მარიკა თოდუამ შეიტანეს.
საჩივარი ეხება მამაკაცის დეკრეტული შვებულების საკითხს, კერძოდ, მოქალაქეებისთვის სადავოა მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვით, მამაკაცებს ქალებთან შედარებით ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გამოყენება უფრო შეზღუდული დროით შეუძლიათ.
გასაჩივრებულია კანონის ის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიცემისა და მისი ანაზღაურების წესს.
მოსარჩელეების აზრით, ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის, შრომის, ქორწინებისა და ოჯახის კეთილდღეობის უფლებებს, რადგან მამაკაცები მოკლებულნი არიან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და ამგვარი შვებულების ანაზღაურების მიღების თანასწორ შესაძლებლობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მხარეთა არგუმენტებს ისმენს. მხარეთა პოზიციების გაცნობის შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა სარჩელს წარმოებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


