სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქე გიორგი ლოგუას სარჩელს განიხილავს.
დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ“ გავრცელება ან რეკლამირება.
გიორგი ლოგუა სადავოდ ხდის პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო დამზადების, გავრცელების ან რეკლამირების, ასეთი საგნით ვაჭრობის ან/და მისი შენახვისთვის, გაყიდვის ან გავრცელების მიზნით დაწესებულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდა.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპის მოთხოვნებს, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას და იმას, თუ რა გზით არის შესაძლებელი ამგვარი ნაწარმოების კანონიერად დამზადება, გავრცელება, რეკლამირება, შენახვა ან და ასეთი საგნით ვაჭრობა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


