უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ივნისი, 2017 13:25
font-size

საკონსტიტუციო სასამართლო „მოსმენების შესახებ“ კანონს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო, „მოსმენების შესახებ“ კანონის განხილვას დაუბრუნდა.

ამჯერად, სასამართლო სახალხო დამცველთან ერთად, 326 სარჩელს განიხილავს, რომელიც მოქალაქეებმა კამპანია „ეს შენ გეხება“-ს ფარგლებში შეიტანეს.

მოსარჩელეები მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს კანონი, რომლის თანახმად, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც მათი მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაშია.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“იურისტის გიორგი ბურჯანაძეს განცხადებით, სააგენტო სუს-ის დაქვემდებარებაშია, რადგან უსაფრთხოების სამსახური მას უმოწმებს ეფექტურობას, საქმიანობის მიზანშეწონილობას, კანონიერებას და შეუძლია ნებისმიერი ბრძანება მისცეს.

„ის ნორმები რომლებიც გაუქმნდა 2016 წლის 14 აპრილს და რომელიც შემდგომ მიიღო პარლამენტმა, სრულიად იდენტურია. ჩვენ ვამბობთ, რომ სააგენტო,რომელიც სიპ-ის სახით შეიქმნა, ისეთივე დაქვემდებარებაშია სუს-თან, როგორიც დაქვემდებარებაში იყო დეპარტამენტი. სუს-ის ხელმძღვანელი ახორციელებს სრულ კონტროლს. უმოწმებს ეფექტურობას, უმოწმებს მიზანშეწონილობას, კანონიერებას. მას შეუძლია ნებისმიერი ბრძანება მისცეს და ეს სააგენტო ვალდებულია მას დაემორჩილოს, ასე რომ არანაირი განსხვავება არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც იყო დეპარტამენტი, ის არის სიპი“,-აღნიშნა ბურჯანაძემ.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი