უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 იანვარი, 2017 11:40
font-size

საკონსტიტუციო სასამართლო არ ამბობს, რომ მოსმენების გასაღები ხელისუფლების ხელში არ უნდა იყოს - ეკა ბესელია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში სსიპ-ის შექმნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში არ იქნება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ იმ მოდელზე საუბრისას, რომელიც გუშინ სამუშაო ჯგუფის დახურულ სხდომაზე განიხილეს.

როგორც ბესელიამ ამასთან დაკავშირებით განმარტა, საკონსტიტუციო სასამართლო არ ამბობს, რომ მოსმენების გასაღები ხელისუფლების ხელში არ უნდა იყოს.

მისი თქმით, სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებაში შესაბამისი ორგანოს დამოუკიდებლობის მაღალ გარანტიებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას გამოძიების ფუნქცია არ უნდა ჰქონდეს, რაც გათვალისწინებული იქნება.

“სამუშაო ჯგუფში ჯერჯერობით სამი პოზიცია გამოიკვეთა. ის, რაც აქვს “ეს შენ გეხებას“, რომ შეიქმნას სრულიად დამოუკიდებელი უწყება და დაექვემდებაროს პარლამენტს. არის მეორე ვერსია, რაზეც ჩვენ უფრო ვჯერდებით და ვთავაზობთ მოდელს, რომ გავიზიაროთ კონტროლის რამდენიმე დონის ეტაპი. ჩვენი ხედვით დაახლოებით ექვსი დონის კონტროლი შემოდის, თუმცა არა პარლამენტის დაქვემდებარების ქვეშ, რადგან ასეთი მოდელი არც ერთ ქვეყანას არ აქვს. უფრო იმ კონსენსუსის გზით უნდა ვიაროთ, რომ ეს იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ და იყოს სსიპ-ის ფორმით, რაც არის დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხი, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურთან, რომელსაც აქვს ქვეყნის უსაფრთხოებაზე უპირველესი პასუხისმგებლობა. ეს იქნება მაღალი დონის კონტროლის მექანიზმით - მათ შორის რჩება სასამართლო, რჩება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ემატება პარლამენტი ცალკე ბიუჯეტით, მაქსიმალური გარანტიებით. არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ შეიძლება კიდევ უფრო სხვა მოდელზე იყოს საუბარი, თუმცა შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ უწყებებთან დამატებითი კონსულტაციები. აქ ყველა მხარეა ჩართული და საბოლოოდ ერთიან პოზიციაზე შევჯერდებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით 30 იანვარს კონკრეტული კანონპროექტი მზად იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი