სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო 5 რელიგიური გაერთიანების სარჩელს განიხილავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობს. მოსარჩელეები ითხოვენ არაკონსტიტუციურად აღიარონ ცნობა, რომელიც რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციებს საშემოსავლო გადასახადებს აკისრებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ს, მოგებისა და ქონების გადასახადებისგან.
„თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის“ წარმომადგენლისა და ერთ-ერთი მოსარჩელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, სარჩელის მიზანი არაა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საგადასახადო შეღავათების გაუქმება.
„თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი“ და „ტოლერატობისა და მრავალფეროვნების ცენტრი“ წარმოადგენენ ხუთი რელიგიური ორგანიზაციის სარჩელს. ისინი მიიჩნევენ, რომ საგადასახადო კანონმდებლობა და მათი შინაარსი დისკრიმინაციულია და განსხვავებით მართმადიდებელი ეკლესიისგან მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობის უფლებას არ აძლევს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს. სარჩელი მიმართულია იმისკენ, რომ პრივილეგიები არ გაუუქმდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ მსგავსი შეღავათებით სარგებლობის უფლება უნდა მიეცეს ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას. ეს არის ოთხი გადასახადი: მოგების, დამატებითი ღირებულების, ქონების გადასახადი. თავად მოგების გადასახადი მოიცავს ორ კომპონენტს, რომელზეც დავა გვაქვს“, - განაცხადა „თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


