სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო 112-ის გადასახადთან დაკავშირებით მოქალაქის სარჩელს არსებითად განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილისა და ადვოკატთა ჯგუფის სარჩელს არსებითად განიხილავს. მოსარჩელეს აინტერესებს, რამდენად კანონიერია გადასახადი, რომელსაც საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირები სსიპ „112“-ს უხდიან.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი), ვინაიდან „112“-ის მომსახურების საფასურის დაკისრება ხდება აბონენტის ნების მიუხედავად, ისე, რომ გაურკვეველია, თუ რა კონკრეტული მომსახურების გაწევას ემსახურება აღნიშნული საფასური. ამასთან, ზოგადი სერვისებით სარგებლობს თითოეული მოქალაქე და შესაბამისად, მათი დაფინანსება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი), ვინაიდან ადგენს გაუმართლებელ დიფერენცირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. „112“-ის მომსახურების ყოველთვიური საფასური ფიზიკური პირებისთვის შეადგენს 0.2 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 0.5 ლარს.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და, შესაბამისად, დისკრიმინაციულია.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


