პოლიტიკა
საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი თითქმის მზად არის, მაქსიმუმ ორშაბათისთვის უკვე ყველაფერი დაზუსტდება, ვფიქრობ, ორშაბათისთვის უკვე შესაძლებელი იქნება სარჩელის შეტანაც - ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი თითქმის მზად არის, ბოლო განხილვებია დარჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარჩელი უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„საკონსტიტუციო სარჩელის ტექსტი თითქმის მზად არის, ბოლო განხილვებია დარჩენილი. პირველ რიგში, მუშაობს პარლამენტი, დეპუტატები მუშაობენ და რა თქმა უნდა, მეც პირადად ვინტერესდები ამ ტექსტით. სარჩელი უახლოეს დღეებში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ ორშაბათისთვის უკვე ყველაფერი დაზუსტდება, როგორც სარჩელის ტექსტი, ასევე -ჩამონათვალის და ვფიქრობ, რომ ორშაბათისთვის უკვე შესაძლებელი იქნება სარჩელის შეტანაც.
არ შევა მთელი რიგი პარტიები, ვინც არ იყო ჩართული სისხლიანი რეჟიმის საქმიანობაში თავის დროზე და მეორე, ვინც არ იყო ამ მრავალწლიან საბოტაჟში ჩართული, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლიდან დღემდე“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი განმსაზღვრელია, არის თუ არა იმ მომენტისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის შემცველი პარტია და პარტიასთან დაკავშირებული პირი.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველ გუნდს სხვა ოპონენტები არ ჰყავს, რეალურად მათი ოპონენტები არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები.
„მათ სუბიექტურად აწუხებთ ეს პროცესი, რაც უკავშირდება საკონსტიტუციო სარჩელს. ეს არის და ეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანა. არ შეიძლება, წლების განმავლობაში საბოტაჟის რეჟიმში აცხოვრონ ეს ქვეყანა. ამდენი წელი არც არჩევნების აღიარება, არც შენი საგარეო-პოლიტიკური კურსის აღიარება, არაფერს არ აღიარებენ. შესაბამისად, ისინი არიან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანებები, არაკონსტიტუციური პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებსაც არ სურთ სისტემის აღიარება. მაგალითად, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ერთ-ერთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით – რა პუნქტებიც წერია, 10 პუნქტია დაახლოებით, ათივეს პირნათლად ასრულებენ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი პარტიები. რითაც აიკრძალა ის ორგანიზაცია გერმანიაში, ზუსტად იგივეს, ზედმიწევნით, თითოეული პუნქტის დონეზე აკეთებენ ამ კოლექტიური პარტიის წარმომადგენლები.
შესაბამისად, სამართლებრივად სარჩელი იქნება ბოლომდე გამართული. რაც შეეხება დეტალებს, ვინ იქნება სარჩელის ობიექტი და რა შინაარსი ექნება სარჩელს, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როდესაც სია დაკონკრეტდება, აბსოლუტურად ცხადი იქნება ყველაფერი, იმდენად თვალსაჩინო იქნება შესაბამისი პირების კავშირი კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებებთან, კონკრეტულ რეჟიმთან, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩება. როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი შედის სასამართლოში, ამ დროს მთავარი განმსაზღვრელია, არის თუ არა იმ მომენტისთვის არაკონსტიტუციური შინაარსის შემცველი პარტია და პარტიასთან დაკავშირებული პირი. შესაბამისად, აქ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ მომენტში ამა თუ იმ ფორმით არიან დაკავშირებული შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან. როდესაც სიას ნახავენ, ყველა თვალნათლივ დაინახავს და მიხვდება, რომ აქ საკამათო სინამდვილეში არაფერია“, – განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


