პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესს არ განსაზღვრავს არც ერთი კანონი - ეკა მიშველაძე
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო კომისიასთან მიმართებაში გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე.
,,მინდა კიდევ ერთხელ უფრო დეტალურად განვმარტო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიასთან მიმართებაში. კონსტიტუცია ეს არის სახელმწიფოს უზენაესი კანონი და მთავარი დოკუმენტი, რომელშიც ცვლილებები უნდა განხორციელდეს ფართო ჩართულობის და კონსენსუსის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ამ რთული და მეტად ფაქიზი პროცესის სანდოობას. პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ქართულ კონსტიტუციონალიზმს აქვს კონსტიტუციის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია, რისი თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება, ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების ამუშავებაა. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ მექანიზმების მაქსიმალური გააქტიურება იძლევა საშუალებას, შეიქმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესს არ განსაზღვრავს არც ერთი კანონი. შესაბამისად კომისია უნდა იქმნებოდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის და კონსულტაციების საფუძველზე, რაც სამწუხაროდ, მიუხედავად პრეზიდენტის არაერთი შეთავაზებისა, არ შედგა. რაც შეეხება საერთო სახალხო განხილვებს - საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციის გადასინჯვის პორცედურას განსაზღვრავს 102 მუხლი, რომლის მეორე პუნქტი ამბობს: „კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის.“ ეს არის ერთადერთი აუცილებელი იურიდიული ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას და ამუშავებას შეუწყობს ხელს საქართველოს პრეზიდენტი’’, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


