პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და რეფორმების გატარება არაა მიმართული მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შესაძლო დამტკიცება არაა მიმართული მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2018 წლის აჩევნებზე პრეზიდენტს ისევ პირდაპირი წესით აირჩევენ.
„სპეკულაციის ერთ-ერთი საგანი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. იყო საუბარი, რომ ამ კომისიის შექმნისა და რეფორმების გატარების მთავარი და ერთადერთი მიზანი იყო, რომ ჩვენ არ მიგვეცა მოქმედი პრეზიდენტისთვის ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ასეთი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, სასურველია, ჯერ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები, და შემდეგ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომელზეც ჩვენ შეიძლება შევჯერდეთ. სისტემაზე შეჯერებას რაც შეეხება, ესეც კიდევ ერთხელ კომისიაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე.
დღეს პრეზიდენტის არჩევის წესის გარდა ისაუბრებენ მაჟორიტარული სისტემის შესაძლო გაუქმებასა და პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


