პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვა მინდოდა იმ მანდატით, რომელიც მაქვს ხალხის სახელით - გიორგი მარგველაშვილი
ჩემი მიზანი იყო, რომ კონსტიტუციაზე მუშაობაში ხალხი ყოფილიყო ჩართული და მე ამას ვახორციელებ, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრების საპასუხოდ, რომლებიც კონსტიტუციის გადახედვასთან დაკავშირებით მის კამპანიას აკრიტიკებენ.
მარგველაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ კონსტუტუციის განხილვის პროცესში
” ეს პროცესი არის კონსტიტუციის სულისკვეთებაზე. იმის შესახებ, თუ რა გვსურს ვიხილოთ კონსტიტუციაში. რა თქმა უნდა, ჩვენ არ განვიხილავთ არც არსებულ კონსტიტუციას, არც სხვა მოდელს, ჩვენ ვსაუბრობთ იმის თაობაზე, თუ როგორ შევქმნათ უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი, უფრო სამართლებრივი სახელმწიფო.
კომისიის თაობაზე განცხადება უკვე გაკეთებული მაქვს, განმარტებული მაქვს მიზეზი, რატომაც მინდოდა თანათავმჯდომარეობა. თანაავმჯდომარეობა მინდოდა იმიტომ, რომ საზოგადოება ჩამერთო ამ პროცესში. ამას ვაკეთებ კიდეც. მე კომისიის მუშაობაში მინდოდა ჩართვა არა მარტო ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, არამედ იმ მანდატით, რომელიც მაქვს - ხალხის სახელით, და მე ამას ვაკეთებ. დღეს ისმის ხალხის ხმა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ამ ხალხის ხმას ისმენენ უშუალოდაც და მედიის მეშვეობითაც, რა მიზანიც მქონდა, რომ ხალხი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული და პროცესი არ წარმართულიყო დახურულ კარს მიღმა. ამას მე ვახორციელებ ქართველ ხალხთან ერთად”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


