პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შექმნას - EMC
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს აფასებს.
EMC-ის განცხადებით, მოქმედი რედაქციის ნორმების უმეტესობა ტექნიკურად თუ შინაარსობრივად გადაიხედა, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას მაინც პრეზიდენტის არჩევის წესისა და მისი უფლებამოსილებების შემცირება წარმოადგენდა, რაც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან მმართველობის საპარლამენტო მოდელის დახვეწის მოტივით მართლდებოდა.
,,რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური ხელისუფლებისა და მმართველობის მოდელთან დაკავშირებულ საკითხებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და უფრო მეტად მორგებულია არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ინტერესებსა და ძალაუფლების კონსოლიდაციაზე, მათ შორის, განსაკუთრებით ხაზგასასმელია საარჩევნო სისტემის ის მოდელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მანდატების სამართლიან განაწილებას.
EMC მიესალმება იმ გაუმჯობესებებს, რომელსაც კონსტიტუციური კანონის პროექტი სოციალური სახელმწიფოს პრინციპის დაზუსტებისა და თანასწორობის შესახებ დებულებების გაძლიერების კუთხით მოიცავს; თუმცა, დასახელებული გაუმჯობესების პარალელურად, უნდა აღინიშნოს რომ EMC-ის მიერ სოციალური უფლებების მიმართულებით შეთავაზებული მოსაზრებების უმეტესობა, მათ შორის, შრომის უფლების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ ვალდებულების განსაზღვრა, კომისიის მიერ არ იქნა გაზიარებული, რაც ნეგატიურად უნდა შეფასდეს. ამასთან, EMC-სთვის არსებითია რომ საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებები გამორიცხავდეს ადამიანის უფლებათა კონსტიტუციური სტანდარტების შესუსტებას, რის საფრთხესაც კომისიის მიერ დამტკიცებული პროექტი შეიცავს’’, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც EMC -ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


