პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის მზაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ გამოთქვა -ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის მზაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, 19 ოქტომბერს გამოთქვა, კომისიაში არშესვლასთან დაკავშირებით კი, გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.
ანა დოლიძის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებული, გაწელილი საუბრები ქართულ რეალობასთან ზედმეტი და შეუსაბამოა.
„იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ უნდა ვისაუბროთ ფაქტებზე დაყრდნობით. ფაქტი არის ის, რომ 19 ოქტომბერს, პირველად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დასვა საკითხი მზაობისა, რომ ემსჯელა პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკაშირებით.
თუმცა შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული, ძირითადად ეკონომიკური პრობლემაა. ხალხს აინტერესებს რას შეჭამს და რას ჩაიცვამს და როგორ გაათბობს სახლს ახალ წელს, შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ უმაღლეს საკონანომდებლო ორგანოს და მთავრობას ჩვენთან ერთად ვკონცენტრირდეთ სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


