უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მარტი, 2017 13:25
font-size

საკონსტიტუციო კომისიაში ადგილობრივი „სტრასბურგის სასამართლოს“ მოდელზე მსჯელობენ

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი განსახილველი საკითხია საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების გაზრდა.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდის თქმით, ინიციატივის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება მინი-სტრასბურგის ფუნქცია, რომელიც მისცემს მას საშუალებას, გადახედოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, რომ მან გადასინჯოს და დაადგინოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ცვლილება იქნება, თუმცა კომისიის ზოგიერთ წევრს მიაჩნია, რომ ეს გამოიწვევს და გააჩენს საჭიროებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს“, - თქვა მენაბდემ.

მისი თქმით, მსგავსი მოდელის შემოღება შეამცირებს სარჩელების რაოდენობას ევროსასამართლოში.

„ეს კი შეიძლება იყოს მინი-სტრასბურგის მოდელი, ადგილობრივი სტრასბურგის მოდელი, რაც ქვეყანას დაეხმარება, რომ შეამციროს სარჩელების რაოდენობა ადამიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა მენაბდემ.

დღეს საკონსტიტუციო კომისიაში განიხილავენ სასამართლო ხელისუფლების ფორმირების საკითხს, კერძოდ, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს და როგორ უნდა დაინიშნოს მოსამართლე. გარდა ამისა, იმსჯელებენ ომბუდსმენის არჩევის წესზე.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი