პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული - სოფიო კილაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.
როგორც კილაძემ განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო პროექტზე, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.
”ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჯიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი”, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეჯერდეს, რომელი მოდელია უკეთესი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, თუ თბილისში გადმოტანა.
”შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია”, - განაცხადა კილაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


