პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას დეკემბრის ბოლომდე შეუდგება
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშავოს.
„საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ კანონპროექტი ინიცირებულია, რომელიც ითვალისწინებს საკონსტიტუციო კომისიის დაფუძნებას, იმავე ფორმატით რა ფორმატიტაც ის შეიქმნა სამი წლის წინ.
კომისიის თავმჯდომარე იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კომისიის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო პარტიები, ასევე საკონსტიტუციო ორგანოების წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები, _ განაცხადა დღეს ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, კომისიის საქმიანობა დაეფუძნება გამჭვირვალობის პრინციპს და გათვალისწინებული იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობა. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება შემუშავებული პროექტის შეფასებაში ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით, ვენეციის კომისიის აქტიური მონაწილეობა, რასთან დაკავშირებითაც უკვე იმართება მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ მეგობრებთან.
„კომიისის მიზანია, კონსტიტუციური გადასინჯვისთვის იმგვარი კანონის შემუშავება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის სრულ შესაბამისობას, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.
დადგენილების პროექტის თანახმად, კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება და საბოლოო პროექტს შეიმუშავებს, მომავალი წლის 30 აპრილამდე, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები“,-განაცხადა კობახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


