პოლიტიკა
საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულების რეორგანიზაცია მოხდება - მიხეილ გიორგაძე
მხოლოდ რიგითი თანამშრომლების ხარჯზე არ მოხდება ოპტიმიზაცია, - აცხადებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე.
მისი ინფორმაციით, ოპტიმიზაციის პროცესში გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა სამინისტროს დაქვემდებარებული ერთეულების ხელმძღვანელებს აქვთ და ისინი წყვეტენ, თუ რა ფორმით განხორციელდება შემცირება.
მიხეილ გიორგაძის თქმითვე, ოპტიმიზაციის პროცესი ნაცვლად 30 დეკემბრისა, 2017 წლის 20 იანვარს დასრულდება.
,,თითოეული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის გადასაწყვეტია ის გზა, რა გზასაც ორგანიზაცია და ესა თუ ის ინსტიტუცია აირჩევს, იქნება ეს საშტატო, პროგრამული თუ ადმინისტრაციული ოპტიმიზაცია.
მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ არავითარ შემთხვევაში რიგითი თანამშრომლების ხარჯზე მხოლოდ ეს არ მოხდება. საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირების საშტატო ერთეულების რეორგანიზაცია მოხდება და იანვარში დავასრულებთ ამ პროცესს’’, - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ გიორგაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


