პოლიტიკა
საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ - გიორგი გახარია
შსს-ში საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს, ქართული პოლიცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, – განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ იაპონიის მთავრობის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების გადაცემის ღონისძიებაზე გამოსვლისას.
მისი თქმით, ამ გეგმის მისაღწევად არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის შემდგომ რეფორმირებას, კრიმინალური პოლიციის კომპლექსურ რეფორმასა და საზღვრის ინტეგრირებულ მართვას.
გიორგი გახარიას თქმით, ამ რეფორმების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპატრულო პოლიციაში სტრუქტურული რეფორმებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და თბილისის მთავარ სამმართველოში გამოყოფილია ხუთი ტერიტორიული სამმართველო, რომელთა გამოყოფამაც კიდევ უფრო გაზარდა მართვის ხარისხი და ოპერატიული რეაგირების სისწრაფე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საპატრულო პოლიციას სამართავად გადაეცა უკონტაქტო პატრული. რაც მთავარია, თბილისის ქუჩებში იზრდება ქვეითი-პატრულ ინსპექტორების რაოდენობა. დღეს პირველად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შსს-ში ვქმნით მოქალაქეების მომსახურების ერთიან ცენტრს. ეს იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა, საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში ჩვენი მოქალაქეებისათვის მისაწოდებლად. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს – ვიწყებთ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლებას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანებით. ამისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კომპანია-კორპორაცია „მიცუბიშს“, რომელთა დახმარებითაც დღეს გადმოგვეცემა 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომობილი, რაც ხელს შეუწყობს საპოლიციო მომსახურეობის ხარისხის ამაღლებას. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ამ იდეის, რომ ეს ავტოპარკი გადასცემოდა საპატრულო პოლიციას, ჩვენ ალბათ გაგვიჭირდებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
იაპონიის მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 45 ჰიბრიდული და 51 ელექტრომობილი გადასცა.
შსს-ის ინფორმაციით, ჰიბრიდული ავტომობილები თბილისის საპატრული პოლიციას გადაეცა, ხოლო 51 ელექტრომობილი სხვადასხვა დეპარტამენტზე გადანაწილდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


