პოლიტიკა
საკითხავი ახლა ის არის, ამ ჩვენმა მმართველმა ძალამ ჩვენი მეგობარ/პარტნიორებიც რად აქცია ოპოზიციად და სამაგიეროდ, ვინ დაიგულა მეგობრად - ნატო ჩხეიძე
პარალმენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიაც საქართველოს პარლამენტის თავ- რეს წერილს უგზავნის “ ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული და მმართველი ძალის მიერ მოწონებული “ უცხოური გავლენის აგენტის” კანონპროექტების გამო.
ესეც აქედან პასუხობს, ჯერ ხომ არ დაკანონებულაო, ახლა ვენეციის კომისიაში გავაგზავნითო, მერე მათ პასუხს დაველოდებითო, მერე კიდევ გავითვალისწინებთ შენიშვნებსო და აი, მერეღა თუ მივიღებთო.
რა და როგორ იქნება, ვნახავთ ჩვენც და ისინიც,
ეგ კია, რომ ევროპიდან წერილები დასტა-დასტად მოდის ამ პროექტის გამო და ეს ჩვენი მმართველი ძალა მაინც ძალიან გაკვირვებულია, გამჭვირვალობას ვისახავთ მიზნად და რაო, გამჭვირვალობა არ არის დემოკრატიაო?..
არ არის ეგ მიზანი გამჭვირვალობისა და არ არის ეს აგენტობა დემოკრატიისაო, რომ უწერენ ჩვენი მეგობარ/პარტნიორები, ამათ ღრმად და საგნობრივად არ ეჩვენებათ მათი მოსაზრებები, როგორც ჩვენი, აქაური ოპოზიციისა და საკითხავი ახლა ის არის, ამ ჩვენმა მმართველმა ძალამ ჩვენი მეგობარ/პარტნიორებიც რად აქცია ოპოზიციად და სამაგიეროდ, ვინ დაიგულა მეგობრად.
პ.ს. ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ იხილავს ამ კანონს, ბიუროზე წამყვან კომიტეტად იურიდიული მიიჩნიეს, უფლებები რა შუაშია, მუხლობრივად უნდა იყოს დახვეწილ/დავარცხნილიო.
ეს აქ, საქართველოში.
იქ, ევროსაბჭოში სხვანაირადაა, იქ ადამიანის უფლებები მიაჩნიათ უპირატესად და ევროკომისიის მიერ საქართველოს კანდიდატის სტატუსის განხილვამდე მოფრიალებს წერილები ევროპიდან, - წერს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


